იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს რომ პატიმრები კატეგორიებად არ უნდა დაიყონ და პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს.
"საერთოდ შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც საპატიმროებში სასჯელის მოხდის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას. მე არ ვარ იმ აზრის რომ პატიმრები კატეგორიებად უნდა დაიყონ და ზოგიერთის შეწყალება უნდა შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგიერთის არა - პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს და ამაში არაა პრობლემა. პრობლემა, ჩემი აზრით, თავად პროცედურაშია, პროცედურა უნდა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი. სწორედ პროცედურა უნდა გადაიხედოს და ის გამჭვირვალე იყოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა თეა წულუკიანმა.