დღეს, ქართველ მეზღვაურებს ათენში გადაიყვანენ, საიდანაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.
საბერძნეთში საქართველოს კონსულის განცხადებით, მეზღვაურების დოკუმენტებთან არსებული პრობლემები საკონსულომ უკვე მოაგვარა, მგზავრობის ხარჯებს კი გემის მფლობელი კომპანია სრულად აანაზღაურებს.
გემის დაკარგულ კაპიტანს რაც შეეხება, მას საბერძნეთის სამაშველო სამსახურები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემმა კატასტროფა 3 ნოემბერს განიცადა. ეკიპაჟის ყველა წევრი ქართველი იყო. მაშველებმა ხუთი მეზღვაურის გადარჩენა მოახერხეს. თუმცა ეკიპაჟის მეექვსე წევრს კაპიტანს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
მასალის გამოყენების პირობები