ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე რუსეთის დროშა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერება დაწვეს.
სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად მათ შორის რუსეთის დროშა საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა გუშინ საღამოს გამოფინეს.
ხვალიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, ფოთი საერთაშორისო ფესტივალ "თეთრ თოლიას" უმასპინძლებს.
რუსეთთან ერთად მასში 14 ქვეყანა მონაწილეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების შეფასებით, ქალაქში, რომელიც 2008 წელს დაიბომბა, რუსეთის დროშა არ უნდა ეკიდოს.
ფოთის მერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია, ყველა დროშის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორმა კი რუსეთის დროშის დაწვის ფაქტს "ვანდალური" უწოდა.