საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლატვიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყოს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო თავის დიდი ხნის ოცნებას - გახდეს ევროკავშირის წევრი, თანდათან უახლოვდება და ეს არის წინა ხელისუფლების მრავალწლიანი მუშაობისა და ლატვიის ხელისუფლების მრავალწლიანი მხარდაჭერის შედეგი.
"ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ საქართველო უახლოვდება თავის დიდი ხნის ოცნებას, რომ ინტეგრირებული იყოს ევროპულ ოჯახთან. ეს არის წინა ხელისუფლების მრავალწლიანი მუშაობისა და თქვენი ქვეყნის მრავალწლიანი მხარდაჭერის შედეგი. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებული იქნება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ჩატარდება ვილნიუსში და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინიცირებული იქნება. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ 2015 წელს ლიტვა უმასპინძლებს სამიტს, სადაც ჩვენ ვნახავთ ამ ხელმოწერილ დოკუმენტს", - განაცხადა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილს მოლაპარაკება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრემიერთანაც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები