საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგელაშვილის განცხადებით, მომავალ პრემიერ ღარიბაშვილს უნდა მიეცეს დრო მთავრობის დაკომპლექტებისთვის.
,, ჩვენ გვყავს ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც უაღრესად კარგად იცნობს მთელ სამთავრობო გუნდს. შესაბამისად უნდა მივცეთ დრო ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულებები მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე", _ განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილიმა მის შემცვლელად შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც ივანიშვილს მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ჩაანაცვლებს.