პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლატვიაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პარალმენტის თავმჯდომარე ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
დავით უსუფაშვილი გაემგზავრება ასევე ლიტვაშიც, სადაც შეხვედრებს გამართავს ბალტიისპირეთის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და ორმხრივი ურთიერთობები იქნება.