ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ქართველი დელეგატები შვეიცარიაში დღეს ღამით გაემგზავრებიან.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება წამყვანი საკითხია და სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენს აღნიშნული ფორმატის შექმნის მთავარ მიზანს.
ზაქარეიშვილი ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისთვის ალტერნატიული გზა არ არსებობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის მოლაპარაკებების ტრიბუნის მაქსიმალურად გამოყენებას.
"მიმაჩნია, რომ ეს ფორმატი უნდა შენარჩნდეს, იმიტომ, რომ სხვა ფორმატი არ არსებობს არც ერთი ფომატი, შესაბამისად ვიდრე სხვა რამ უკეთესი ფორმატი არ გამოჩნდება, და ჯერ-ჯერობით ამის შანსები არ ჩანს, ჟენევის ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვლმა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 5 - 6 ნოემბერს გაიმართება.