ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაშავებული ხუთი ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ,,რუსთავი-2"-თან საუბარში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მიქელაიშვილმა განაცხადა, თითქმის, ყველა მათგანი ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრა.
,, მუდმივ კონტაქტზე ვართ ბერძნულ მხარესთან, ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინიტრო და პოზიტიური ინფორმაციის მიღებისთანავე ვაცნობებთ საზოგადოებას. გადარჩენილ ხუთ მეზღვაურს რაც შეეხება ისინი იმყოფებიან კუნძულ ირეოსზე. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, თითქმის, ყველა მათგანი უკვე ესაუბრა საკუთარო ოჯახის წევრებს", _განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მიქელაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო გემი ,,Stella,, რომელზეც ქართული ეკიპაჟი იმყოფებოდა, საბერძნეთის საზღვართან ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა, მოხერხდა ხუთი მეზღვაურის გადარჩება, კაპიტნის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ირატ-ტასის ინფორმაციით, გემის, რომელიც სიერა ლეონეს დროშის ქვეშ ცურავდ, ტვირთის გარეშე თურქეთის პორტ ალიაგადან კვიპროსში მიემართებოდა. კარპატოსის კუნძულამდე 19 მილში გემიდან შOშ სიგნალი გაისმა.
ავარიის რაიონში გაიგზავნა ვერტმფრენები და სასაზღვრო კატარღები, თუმცა ადგილზე მისვლამდე გემი ჩაიძირა.
კატასტროფის ადგილას მაშველებმა ნავი იპოვეს, რომელზედაც ხუთი მეზღვაური იმყოფებოდა. ამჟამად მიმდინარეობს კაპიტნის სამძებრო სამუშაოები.
გადარჩენილი მეზღვაურები ვერტმფრენებით გადაიყვანეს საავადამდყოფოში, თუმცა მოგვიანებით ისინი გაწერეს.
ეკიპაჟის ყველა წევრი ქართველია.