საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ღირსეული პიროვნებად და სუფთა წარსულის მქონე, უპატიოსნეს ადამიანიად მიიჩნევს.
კალაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, რომ ღარიბაშვილს „შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი".
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მიესალმება ამ კანდიდატურას, რადგან ის ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და მას შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, სრული გულწრფელობით შეუძლია თქვას, რომ კონკრეტული საუბარი პრემიერის კანდიდატურაზე მასთან არ ყოფილა.
"არ ყოფილა გუნდში იმის განხილვა თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს მინისტრთა კაბინეტშიც, „მაგრამ არ ვიცი, დაველოდოთ, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწო".