ხვალ, 2 ნოემბერს კოალიციის ცენტრაულ ოფისში მმართველი გუნდის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერ ივანიშვილის შემცვლელის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პლენარული სესიის დასასრულს დეპუტატების მიმართვისას განაცხადა შეკრება 15:00 საათზე გაიმართება.
,,გთხოვთ ყველას, ხვალ, სამ საათზე ამ შეხვედრაზე მობრძანდეთ", - განაცხადა საგანელიძემ
სხდომას ასევე დაისწრებიან პრემიერი ივანიშვილი და მთავრობის წევრები.