14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმში ს.ს საზღვაო ჰოსპიტალში მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება აქცია, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მოსახლეობისთვის უფასო იქნება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ასევე ენდოკრინოლოგის, და ოფთალმოლოგის კონსულტაციები.
დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე ხელს უწყობს გლობალური მასშტაბით დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება. ეს დღე, დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმო-ს მიერ, და აღინიშნება 14 ნოემბერს. თარიღი უკავშირდება ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს, რომელმაც ჩარლზ ბესტთან ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა 1922 წელს ინსულინის შექმნის საქმეში, მედიკამენტის, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.
2009-2013 წლების დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა „დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დიაბეტის პრევენცია". ჯანმოს-ს მონაცემებით მსოფლიოში 346 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით. იმ შემთხვევაში თუ არ განხორციელდება შესაბამისი ინტერვენცია სავარაუდოდ 2030 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდება. დიაბეტის შესახებ ინფორმირებულობის არარსებობამ, სამედიცინო მომსახურების და ძირითად სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არასაკმარისმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე, ქვედა კიდურების ამპუტაცია და თირკმლის უკმარისობა. დიაბეტით სიკვდილობის თითქმის 80% აღინიშნება დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. (წყარო: www.ncdc.ge)
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორია: ს.ს საზღვაო ჰოსპიტალი.
მხარდამჭერები:
ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გაზეთი: "ბათუმელები"
სამხატვრო სკოლა.