საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ჩაანაცვლებს თუ არა დეპუტატ ირინა იმერლიშვილს პარლამენტში.
"მე ეს გავიგე დღეს, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია და ალბათ ვიქნები იქ, სადაც საჭიროა და დავფიქრდები ამაზე. თუმცაღა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე ჩემს თავს ვხედავ უფრო კულტურის სფეროში, ვიდრე პარლამენტში. ვნახოთ, არ ვარ ამისთვის მზად, იმიტომ რომ იქ მუშაობს კულტურის კომიტეტი,"- განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატს ტოვებს და მოღვაწეობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გააგრძელებს. კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის მიხედვით, იმერლიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილი მანანა ბერიკაშვილმა უნდა დაიკავოს.