მთავრობის სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარების მოდელზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა განიხილება თუ არა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუბერნატორების საკითხი.
მინისტრის განმარტებით აღნიშნულ საკითხზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ეს საკითხი თავისთავად მოიცავს გუბერნატორების საკითხსაც. თუმცა იგეგმება თუ არა საეროდ გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება აღნიშნული შესახებ ჯანდაცვის მინისტრს არ უსაუბრია.