ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პრემიერ-მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
სერგეენკოს განმარტებით, მის შესაძლო გაპრემიერებასთან დაკავშირებით არც ოფიციალური და არც არაოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. როგორც ჟურნალისტებთან სერგეენკომ განმარტა ამის შესახებ ინფორმაცია მან მხოლოდ პრესის საშუალებით შეიტყო და მისთვის ამ დროისთვის შეუძლებელია განიხილოს მზად არის თუ არა ის ამ პასუხისმგებლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ივანიშვილის განცხადებით ის მის შემცვლელს შაბათს, 2 ნოემბერს დაასახელებს მას შემდეგ რაც პარასკევს, 1-ელ ნოემბერს აღნიშნულ საკითხს პოლიტსაბჭოზე განიხილავს. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად აქტიურად განიხილება დავიტ სერგეენკოს კანდიდატურა.