ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ჩინოვნიკები მას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დაკავებით ემუქრებოდნენ, იტყობინება ბი-ბი-სი.
სააკაშვილი გუშინ ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები მას კონკრეტულ ციხესაც უსახელებდნენ. სადაც მას მოუწევდა სასჯელის მოხდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მოსკოვის მოთხოვნაა და წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების „პირობას".
„მიმაჩნია, რომ ეს არ პასუხობს ჩვენს ევროპულ დემოკრატიულ მომავალს. ეს ქართველი ხალხის ნების საწინაღმდეგოა და ცუდია დემოკრატისთვის", - აცხადებს სააკაშვილი.
თავის მხრივ, ბაროზუმ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა აარიდოს შერჩევით სამართალს.