ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გიგა ბოკერია შესაძლოა, პალრამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა ჩაანაცვლოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, იმერლიშვილი სათანადოდ გამოცდილია და ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატურაა.
"ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ თუ ეს საკითხი დადგა, ამას სრულად მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ იმერლიშვილი არის ბრწყინვალე ადამიანი, ძალიან კარგი სპეციალისტი და ერთადერთი ქალია გენერლის წოდებით. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი კანდიდატურა იქნება ძალიან კარგი. მე თუ შემიძლია, ერთი ხმა შევაწიო ამ გადაწყვეტილებაში, ჩათვალეთ, რომ ერთი კი არა, ორი ხელით დავუჭერ მხარს,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.