პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და პირველი სესია, დღეს გაიმართება.
არჩენების შემდეგ დაგეგმილ პირველსავე სხდომაზე დეპუტატები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებსა და 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავენ.
მომავალ კვირას კი უმრავლესობის დეპუტატები კონსტიტუციის იმ მუხლის შეცვლას გეგმავს რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისია მითითებული.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის განმავლობაში მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა.