მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ხელისუფლებას პროგრმა "კარდაკარი"-ს მონაწილეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობიდან" აცნობეს.
"მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის რამაზ ახალკაცის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 5 მარტს, მოძრაობის წევრები სოფიო გელაშვილი და თეა ელიაშვილი, პოლიციისა და გამგეობის მხრიდან მუქარის გამო, იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ პროგრამა ~კარდაკარით~ გათვალისწინებული სამუშაოები", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიაში.