მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ჯვარის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრის გოგი ფიფიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ჯვარის მაჟორიტარ კანდიდატს, დავით ქუხილავას მობილურ ტელეფონზე უცნობი აბონენტი დაუკავშირდა (დაფარული ნომრით) და არჩევნებში კანდიდატური მოხსნა მოსთხოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობიდან" აცნობეს, დავით ქუხილავას უცნობმა პირმა განუცხადა, რომ თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, მას და მის ოჯახის წევრებს ~პრობლემები შეექმნებოდა".