"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა წევრმა პრაიმერის მომხრე პარტიების ლიდერებს უპასუხა. ჩიხრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ზურაბ ნოღაიდელთან ერთად არანაირ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს.
"ალიანსი" არ აპირებს ზურაბ ნოღაიდელთან ერთად არანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ჩვენი პოლიტიკური არჩევანი განსხვავდებულია ნოღაიდელის პოლიტიკური გზისგან. ყვლამ მივხედოთ ჩვენ გზას და პროცესი გამოავლენს, ვინ იყო მართალი. ალიანსი" მზად არის, მიიღოს ყველა, ვინც ჩვენს ღირებულებებს გაიზიარებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა ოპოზიციის ერთობის დაშლაში "ალიანსი საქართველოსთვის" დაადანაშაულა.