„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 6 საჩივარი. მათი ინფორმაციით, დარღვევებიუ დაფიქსირდა: არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 3 ფაქტი #23 (დედოფლისწყარო), #11 და #36 ( კასპი); მასალების არასათანადოდ წარმოების 2 შემთხვევა #6 (ბათუმი) , #76 (საბურთალო) საარჩევნო უბნებზე; საარჩევნო უბნის გახნის პროცედურული დარღვევების 2 შემთხვევა #72 (რუსთავი), #24 (გორი) საარჩევნო უბნებზე; საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების 2 ფაქტი #65 (ქუთაისი) და #5 (ისანი) საარჩევნო უბნებზე.