საიამ საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები დააფიქსირა. "საბურთალოს ოლქის #76 უბანზე, ქუთაისის #65-ე, სამგორის #97-ე და ისნის #45-ე უბნებზე საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები. #76 უბანზე დაავიწყდათ დროის მითითება საკონტროლო ფურცელზე. ხოლო ქუთაისის #65-ე, საბურთალოს #76-ე, სამგორის #97 და ისნის #45 უბნებზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე ჩააგდეს საკონტროლო ფურცელი", - იტყობინება საია.
საპრეზიდენტო არჩევნებს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება.