სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა ხმა კრწანისის მეოთხე ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა.
ილია მეორემ საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა. პატრიარქი ამომრჩეველთა სიაში 1 173-ე ნომრითაა რეგისტრირებული.