ქუთაისში, 59-ე ოლქის, #98 საუბნო საარჩევნო კომისიაში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ნინო ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენელმა დავით ბაქრაძის შტაბის წარმომადგენელის მიერ „ნაციონალების" შტაბისათვის უბანზე მყოფი დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციის გადაცემა გააპროტესტა.
ბურჯანაძის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალების" წარმოამდგენელს მისი შტაბისათვის არ ჰქონდა იმ ინფორმაციის გაცემის უფლება თუ უბანზე რომელი პარტიის რომელი წარმოამდგენელი იმყოფება.
დაპირისპირებაში უბნის თავმჯდომარე ჩაერთო, რომელმაც მათ ვითარების სხვა ადგილას გარკვევა და ამომრჩევლებისათვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემისაკენ მოუწოდა.