30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაფორმდება მემერანდუმი სტუ-სა და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის. დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატყეო-ტექნიკური დეპარტამენტის განვითარების პროგრამას.