უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-სექტემბერში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 668 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 516 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 199 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5566 მლნ. აშშ დოლარს (4 პროცენტით ნაკლები). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-სექტემბერში 3548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 პროცენტი შეადგინა.