ქსნის კოლონიაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
"კოლონიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. წუხელ ცეცხლის ლოკლაიზება დროულად მოხერხდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, გუშინ ეს უსაფრთხოების მიზნით მოხდა, ამ დროისთვის კი დაწესებულებას დენი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება", - აცხადებენ სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ქსნის კოლონიაში გუშინ მომხარ ინციდენთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე არ სახლედება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ, ხანძრის ლოკალიზების შემდეგ კოლონიდაან 20-მდე პატიმრი გადაყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს, 12:00 საათზე ქსნის კოლონიაში განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ქსნის კოლონიის ტერიტორიაზე ხანძარი 6 მარტს, 18.30 საათზე ბარაკის ტიპის საკანში გაჩნდა. ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ხანძრის დროს დაიღუპა პატიმრი ბესარიონ ავსაჯანიშვილი. არსებული ინფორმაციით, ბესარიონ ავსაჯანიშვილი ინვალიდი იყო, მან საკნიდან გასვლა ვერ მოახერხა და ცეცხლის ალისგან გაიგუდა.
ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები.
კოლონია გუშინვე მოინახულეს დეპუტატებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ჯონდი ბარათურიამ და ეკა ხერხეულიძემ.
კოლონიიის მიმდებარე ტერიტორია პატიმრების ახლობლებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროსა დაციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ პატიმრებთან ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცათ.