კომპანია HTC-მ ახალი სმარტფონი - HTC One Max დაანონსა. ახალ სმარტფონს 5,9-დიუმიანი ეკრანი და iPhone 5s-ს მსგავსად ეკრანზე სპეციალური სკანერი ექნება.
HTC One Max-ს განსხვავებული, Ultrapixel, 2,1-მეგაპიქსელიანი კამერით და პროცესორით - Qualcomm's Snapdragon 600-ით იქნება აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება კი 2 გიგაბაიტი კი იქნება.
HTC One Max-ი Android 4.3-ზე იმუშავებს. წინასწარ სხვა დეტალები არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას HTC-მა HTC One-ს ოქროს ვერსია გამოუშვა. სმარტფონის კორპუსს 18 კარატიანი ოქრო ამშვენებს და მისი ღირებულება 4,4 ათასი დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები