16-18 ოქტომბერს „საქპატენტის" დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ასტანაში (ყაზახეთი) გაემგზავრა. დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ სემინარში პატენტებთან დაკავშირებული მოქნილი შესაძლებლობების განხორციელებისა და გამოყენების შესახებ. სემინარი გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და ყაზახეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კომიტეტის ეგიდით. ღონისძიება ეძღვნება ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული საპატენტო სისტემის დაარსების 20 წლისთავს.
მასალის გამოყენების პირობები