სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 219.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.8 მლნ აშშ დოლარით (28.8 მლნ ლარით), ანუ 14.6 პროცენტით მეტია 2012 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.6 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.8 მლნ აშშ დოლარი (22.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.9 მლნ ლარი) გასული წლის სექტემბერში.
მასალის გამოყენების პირობები