"საქართველოში კანონიერი ქურდები ვეღარ ჯეჯილობდნენ და ახლა ხდება ის, რომ ისინი ვიღაცას ასამართლებენ,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფლი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცსებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, "ყველამ უნდა მოუხმოს საღ აზრს, სამართალმა უნდა იზეიმოს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი".
"პარადოქსული სიტუაცია რომელიც შეიქმნა ამ სასამართლოზე პროკურატურის მხრიდან, უკვე ყველა საზღვარს სცდება. ფაქტია, რომ უცებ, მოულოდნელად ავად გახდნენ პროკურორები იმიტომ, რომ პროცესი გაიწელოს. უცებ სრულიად მოსალოდნელი გამამართლებელი განაჩენი მეორე საქმეზე რატომღაც არ ცხადდება და ამაში ძირითადი წვლილი ისევ პროკურატურას მიუძღვის. ახლა რაღაც საქმეა, რომელიც ძირითადად კანონიერი ქურდების ჩვენებებს ეფუძნება. რაღაცა წესები ხომ უნდა არსებობდეს?! როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო და კანონიერი ქურდები ერთად ასამართლებდნენ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის. ასეთი რამე მე არსად გამიგია. ჩვენ ეს მაფია ერთხელ დავძლიეთ და საქართველოში კანონიერი ქურდები ვეღარ ჯეჯილობდნენ. ახლა ხდება ის, რომ ისინი ვიღაცას ასამართლებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უნდა მოუხმოს ყველამ საღ აზრს, სამართალმა უნდა იზეიმოს და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა იქნას გამოტანილი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.