საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა.
პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულ საკითხებში პრინციპულ საკითხებად ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია შედის.
"ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და ამაზე ორაზროვნად საუბარიც კი დანაშაულია, ეს ასვე ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ არასოდეს გავწევრიანდებით პოსტ საბჭოთა ორგანიზაციებში დაგაერთიანებებში"- განაცხადა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამაში ასევე აღნიშნულია კავკასიის რეგოიონის ერთიანობის, თანამშრომლობის, თანაცხოვრების და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხიც.
ბაქრაძის წინასაარჩევნო პროგრამის პრინციპულ საკითხებში ქვეყნის ტერიტორიული მთლინობა, არაღიარების პოლიტიკა, დეოკუპაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია შედის.
წინასაარჩევნო პროგრამის მეოთხე პრინციპი განათლების სფეროს განსაკუთრებულ ხელშეწყობას გულისხმობს და საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
"ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამის მეხუთე პრინციპულ საკითხად საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბება განისაზღვრა და აღნიშნული პუნქტის პრიორიტეტულ მიმარტულებებად ლაზიკის პორტის მშენებლობა, ყარსი-ახალქალაქის ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის დასრულება და თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელბა დასახელდა.
დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პროგრამის მეექვსე პრინციპი ეკონომიკურ თავისუფლებას გულისხმობს და ბიზნესის ხელშეუხებლობას, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, გადასახადების შემცირებას და მცირე ბიუროკრატიას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროგრამის მეშვიდე პრინციპი საქართველოს რეგიონების გაძლიერება და დეცენტრალიზაციაა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელბის პირდაპირი წესით არჩევას, პარლამენტის ადგილსამყოფელის ქუთაისში დარჩენას, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში ფუნქციონირებას და ქვეყნის ყველა რეგიონში მსგავსი ინიციატივების განხორცელებას ითვალისწინებს.
პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მერვე პრინციპი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას გულისხმობს და თანამედროვე ცოდნით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მოიცავს.
მეცხრე პრინციპი რეალური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ელმისაწვდომი, სრულფასოვანი სადაზღვევო სისტემის ამოქმედებას, მედპერსონალის გადამზადებას და დამატებით ახალი საავადმყოფოების მშენებლობას გულისხმობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წნასაარჩევნო პროგრამის ბოლო პრინციპია დემოკრატია დათავისუფლება, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, უმცირესობების პატივისცემას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სასამართლო სისტემის რეფორმის დასრულებას, სრული შიდაპარტიული დემოკრატიის დამყარებას და ადამიანის უფლებების, როგორც მთავარი ფასეულობის დაცვას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქში მცხოვრებ პარტიის მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც დაესწრო.