საქართველოს მასშტაბით 8 ოქტომბრამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა უახლოეს დღეების განმავლობაში ტემპერატურა დაცემა და გაძლიერდება ქარიც.
,,დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო ხვალ, ორი ოქტომბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმას ველოდებით. ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაეცემა და გაძლიერდება ქარიც, რომლის სიჩქარე 20-25 მ/წმ მიაღწევს. არამდგრადი, შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი 8 ოქტომბრამდე შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.