,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატებს ინიციატივით მიმართავს და საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე ერთობლივი დოკუმენტის შექმნას სთავაზობს.
"მინდა მივმართო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს. ერთი დღის განმავლობაში გავაჩეროთ საპრეზიდენტო კამპანია, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროტესტის ნიშნად. ვთავაზობ ყველა კანდიდატს, შევქმნათ ერთობლივი დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე და ამით დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიის დაცვას ეხება. ვიმედოვნებ, რომ ამ სრულიად არაპარტიულ ინიციატივას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ დვანში ყოფნისას.