1 ოქტომბერს სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, სანერგეს და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძის და შევარდენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქეთევან წამებულის გამზირის, მეველეს და გუდარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ნინოშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.