ოკუპიურებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საიმიგრაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ უშაკოვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ზარი-ცხინვალის გზაზე მოხდა. უშაკოვი და მისი თანხმლები პირი ადგილზე გარდაიცვალნენ. წინასწარი ინფორმაციით, მართვა დაკარგა და საჭე ვერ დაიმორჩილა.
მასალის გამოყენების პირობები