საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მთავრობის წევრებმა თბილისში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ პატივი მიაგეს აფხაზეთში 1992-1993 წლებში შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
„სამწუხაროდ, აფხაზეშთი შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების თარიღს 20 წლის შემდეგაც საქართველოს საზოგადოებები - აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ზოგისთვის ეს გამარჯვებაა. თუმცა, გამარჯვება საეჭვოა, არ ჩანს, რას მიაღწიეს მათ, ვინც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს - აფხაზეთში უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი გარეძალებზე. ზოგისთვის ეს არის დამარცხება და მიმაჩნია, რომ მხოლოდ დამარცხებაზე არ უნდა ვიფიქროთ. საჭიროა, გადავაფასოთ ყველაფერი და დავფიქრდეთ, რას გვაძლევს შიდასაკითხების მოგვარების დროს ომზე ფიქრი. უნდა გავაანალიზოთ, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს სხვისი დამარცხების განზრახვა, როცა საქმე შენს სახელმწიფოს ეხება. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, ქართულმა საზოგადოებამ იფიქროს ყველას გამარჯვებაზე - თუ ყველა არ იმარჯვებს, ყველა მარცხდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
გმირთა მემორიალთან დღეს შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები, ვეტერანები და სასულიერო პირებიც შეიკრიბნენ.
მასალის გამოყენების პირობები