გაერო-ს გენერალური ასაბლეის 68-ე სესიის ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო სუამ + -ის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივას, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის შემდგომ. გადაწყდა, რომ ვილნიუსის სამიტზე სუამ-ის წვერი ქვეყნები ერთობრივი პრესრელიზით წარსდგებიან, სადაც დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივისა და ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
"სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის განხილვის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი იყო და მინისტრებმა მიიღეს დროული გადაწყვეტილება, ვილნიუსის სამიტზე წარვდგეთ ერთობლივი პრესრელიზით. ერთობლივი პოზიცია ლოგიკურია, ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ყველამ საკუთარი არჩევანი გამოხატა. 4 ქვეყანა, რომელიც სუამ-ის წევრია მიდიან ევროპისკენ, სხვადასხვა ტემპებით, განსხვავებული ფორმატით, მაგრამ ევროპული მისწრაფებები ყველას აერთიანებს,"- აღნიშნა სუამ-ის გენერალურმა მდივნმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
სუამის საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა სუამ-აშშ-ს ფორმატის მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ხელმძღვანელობდა.