თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალსანიამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ოცი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა საქართველო აუცილებლად აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.
,,ამ ოცმა წელმა არანაირად არ გაგვინელა ის ტკივილი და სიცარიელე, რომელიც ჩვენი მეომრების, ვაჟკაცების დაღუპვით არის ჩვენს გულსა და სულში, მაგრამ ერთადერთი რაც ამ სიცარიელეს, ტკივილს შეგვივსებს არის მტკიცე იმედი ჩვენი მომავლის. განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ზოგადად ჩვენ მოქალაქეებს, რომ ჩვენი რწმენა ჩვენს მომავლის, ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ ჩვენ ფეხზე დავდგებით და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ", _განაცხადა ირაკლი ალასანიამ.