."ჯი-ეიჩ-ენი.",,ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ან იქნება თუ არა მეორე ტური", _განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა ლუის ნავარომ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გააცნო.
,,ჯერჯერობით შეუძლებელია განსაზღვრა რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ან იქნება თუ არა მეორე ტური. გამოკითხულთა 16% საკმაოდ დიდი ნაწილი, არ გვაძლევს თავის არჩევანს იქნება თუ არა მეორე ტური, ასევე ის თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები", _განაცხადა ნავარომ.
მისივე განცხადებით, კვლევის თანახმად, ყველაზე მოწონებად პოლიტიკურ ფიგურად კვლავ ბიძინა ივანიშვილი რჩება.
,, კვლევის შედეგებს რაც შეეხება კოალიცია ,,ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ორი ერთთან შეფარდებით წინ უსწრებს დანარჩენ ყველა კანდიდატს. ასევე დავით ბაქრაძე ორჯერ უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციური კანდიდატები. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ პერსონად. ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნება" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ეთანხმება პოზიციას, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია და უმეტესობა ასეთად ,,ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.
შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).