,,შანსი, რომ მოერე ტურში წარმოდგენილი იყო გიორგი თარგამაძე არსებობს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევა ვეფხვაძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების შეფასებისას.
მისივე განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ქდმ"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაზე ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.
,,ჯერჯერობით გამოკითხულთა 16 პროცენტი არ ასახელებს თავის რჩეულს. ასე რომ, შანსი იმისა, რომ მოერე ტურში წარმოდგენილი იყოს გიორგი თარგამაძე არსებობს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა, წინაა საარჩეევნო კამპანია და ვნახოთ რა იქნება. იმედი გვაქვს, რომ გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულად იქნება წარმოდგენილი",,_ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, NDI-მ დღეს მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები გააცნო. კვლების მიხედვით ,,ქრისტიან-დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატს გამოკითხულთა მხოლოდ 3% უჭერს მხარს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (ჩღღჩ).