რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატის ნესტან კირთაძის შეხვედრა ქვემო ქართლის სტუდენტ-ახალგაზრდობასთან.
შეხვედრის ფორმატად შერჩეულ იქნა ღია დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაშია და რაც რთული ხვედრია თვითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის სწავლისათვის, დასაქმებისათვის და მომავლის განსაზღვრისათვის.
პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატმა ქვემო ქართლის სტუდენტ-ახალგაზრდობას წარუდგინა სტუდენტების შეღავათებისათვის სოციალური პაკეტი, მათ შორის პროექტი სტუდენტების მგზავრობის შეღავათიანი საფასურის შესახებ.
„რუსთავის მერიას 50 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს. რატომ არ უნდა განახორციელოს მუნიციპალურმა ხელისუფლებამ პროექტი სტუდენტებისათვის შეღავათიანი მგზავრობის შესახებ?! რუსთაველ სტუდენტს თბილისში და უკან მგზავრობა დღეში მინიმუმ 5 ლარი უჯდება, ეს მასინ როდესაც მას ოჯახში ერთი დასაქმებული, ან ხშირ შემთხვევასში დაუსაქმებელი მშობლები ყავს. ეს რთული ხვედრია სტუდენტისთვის... ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას სტუდენტებისთვის შეღავადების მთლი რიგი სოციალური პაკეტი, მათ შორის სტუდენტების შეღავათიანი ტრანსპორტირებისათვის.
ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მნისვნელოვანი ნაწილი ეთმობა სტუდენტი-ახალგაზრდობის ხელშეწყობის პოლიტიკის განსაზრვრას, თუ ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტი მოგწონთ, მაშინ ,როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მომეცით მე ეს როგორც დავალება, და საქართველოს სტუდენტმა ახალგაზრდობამ ეს დავალება მიეცით საქართველოს ხელისუფლებას, ეს არ უნდა იყოს თქვენი მორიდებული თხონა, ეს უნდა იყოს თქვენი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი.
საქართველოს მომავალმა, ახალგაზრდა თაობა უნდა განსაზღვროს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები ქვეყანაში"- აღნიშნა, ნესტან კირთაძემ რუსთავში სტუდენტ-ახალგაზრდობასთან შეხვედრის დროს.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატის ნესტან კირთაძის მიერ წარმოდგენილ სოციალურ პაკეტს და პროექტს სტუდენტებისათვის სოციალური შეღავათების შესახებ.
პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატთან შეხვედრამ სტუდენტებთან გულწრფელ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.