26 სექტემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
სამგორის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, ქიაჩელის, ვაშლოვანის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ქეთევან წამებულის გამზირის, სამგორის, ნადარეიშვილის და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.