26 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:00 საათზე, სასტუმრო Sheraton Metechi Palace -ში.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).