"ჩემი ოჯახის კლინიკა" 28 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში ყვარლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაუტარებს.
უფასო სამედიცინო გასინჯვები ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში კლინიკაში მისულ პაციენტებს „ჩემი ოჯახის კლინიკის" თბილისის ამბულატორიული კლინიკის მაღალკვალიფიციური ანგიოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი და ექოსკოპისტი მოემსახურებათ.