იაპონიაში, ტიბას პრეფექტურაში ფერმერმა საკუთარი ნაკვეთიდან 485,1 კილოგრამიანი გოგრა აიღო. შესაბამისად აღნიშნულმა გოგრამ პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში „ყველაზე დიდი გოგრა იაპონიაში". აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში პირველობისთვის ერთმანეთს 31 გოგრა ეცილებოდა, რომელიც იაპონიის სხვადასხვა რეგიონში იყო მოწეული.
გიგანტური ბაღჩეული კონკურსზე სატვირთოავტომობილით მიიტანეს.
ამ ნომინაციაში გამარკვებით ამ გოგრის „კარიერა" არ დასრულებულა, ის მალე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში 19 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსშიც.
მასალის გამოყენების პირობები