მყინვარწვერზე 3 პოლონელი ტურისტი დაიკარგა.
მწვერვალზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს გამთენიიდან დაიწყო. ადგილზე ქართველ მთამსვლელთა სამაშველო ჯგუფი ღამის 03:00 საათიდან მუშაობს.
პოლონელი ტურისტების 3 კაციანი ტურისტული ჯგუფი მწვერვალის დასალაშქრად გუშინ დილიდან გავიდა და მათგან 112-ზე შეტყობინება მალევე შევიდა.
ყაზმების რაიონის სამაშველო სამსახურის უფროსის გია სუჯაშვილის განცხადებით, ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ, რადგან მყინვარზე ნისლი იყო და მათ გზა დაკარგეს.
"არ ვიცით სად არიან, მაგრამ მაშველები არიან მწვერვალზე და ეძებენ. პლატოზე გავიდნენ და ვერ ნახეს. შემდეგ ამინდი გაუფუჭდათ და უკან დაბრუნდნენ. ახლა კიდევ გავლენ და გააგრძელებენ ძებნას. როგორც ვიცი, სამნი არიან მაგრამ არ ვიცი გოგონები არიან თუ მამაკაცები. თვითონ დარეკეს 112-ზე. ღამით 3 საათიდან დაიწყო სამძებრო სამუშაოები, შემდეგ ნისლი იყო და ნისლში აზრი არ აქვს არავითარ სამუშაოებს. ახლა გამოდარებას ველოდებით,"- განაცხადა გია სუჯაშვილმა.
ადგილზე ამ წუთებში უამინდობის გამო, სამაშველო სამუშაოები შეფერხებით, მაგრამ მაინც გძელდება.