NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლები პოლიტიკაზე მღვდელთან საუბრობს.
ამავე კვლევის მონაწილეთა 47% პოლიტიკუს საკითხებს ოჯახის წევრების გარემოცვაში განიხილავს, 27% მეგობრებთან, 25% მეზობლებთან, 14% ნათესავებთან, 9% კი, თანამშრომლებთან განიხილავს.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 86% პოლიტიკურ საკითხებზე სახლში საუბრობს, 38% უბანში/ბირჟაზე, 33% სუფრაზე, 17% სამსახურში, 2% ტრანსპორტში, ასევე 2 - 2%იანი მაჩვენებლები აქვს პოლიტიკაზე სასწავლებლებში, სოციალურ ქსელებში, ბარებში და რესტორნებში და ეკლესიაში საუბრის მაჩვენებლებსაც.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტო - 3 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 3 838-მა რესპოდენტმა მიიღო.