NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71% საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გაუმართლებლად მიიჩნევს.
აღნიშნულ განცხადებას გამოკითხულთა 18% ამართლებს, ხოლო რესპოდენტთა 11%-ს პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამასთან, ამავე კვლევაში გამოკითხული რესპოდენტების 91% აცხადებს, რომ მათ იცოდნენ პრემიერ-მინისტრის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას მალევე დატოვებდა, ხოლო რესპოდენტთა 9%-მა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტო - 3 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 3 838-მა რესპოდენტმა მიიღო.