NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდებოდა.
აღნიშნულ მოსაზრებას გამოკითხულთა 22% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 33%-ის აზრით, ხელისუფლებაში საპარლამენტო ოპოზიციის ყოფნის შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები საერთოდ არ განხორციელდებოდა. 3% კი, სრულიად დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მათთვის სასარგებლო ცვლილებებს განახორციელებდა.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტო - 3 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 3 838-მა რესპოდენტმა მიიღო.